''აგროსერვის ცენტრმა'' და მეფუტკრე ბიზნესმენთა ასოციაციამ მემორანდუმი გააფორმა

22 ივლისი 2016, 00:00 4497 ნახვა

თაფლის ფესტივალის უკეთ ორგანიზების მიზნით აჭარის “აგროსერვის ცენტრი” და მეფუტკრე ბიზნესმენთა ასოციაცია აქტიურად ითანამშრომლებენ. შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ და ასოციაციის თავმჯდომარე როლანდ კეჟერაძემ მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეფუტკრე ფერმერები ესწრებოდნენ. თაფლის ფესტივალი ბათუმში 13-14 აგვისტოს, უკვე მეორედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას ადგილობრივთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული მეფუტკრეებიც მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში