პროექტის ''Check in Georgia“ ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით მეათე ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. გუშინ, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში კონცერტი, ლეგენდარულმა ჯგუფმა პროდიჯიმ გამართა. ინგლისურენოვანი ჯგუფი ბიგ-ბიტის პიონერად მიიჩნევა, რომელმაც 1990-იან 2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე. ჩექინ ჯორჯიას პროგრამაში ცვლილებებია, რომლის მიზეზად ორგანიზატორები თურქეთში მიმდინარე არასტაბილურ ვითარებას ასახელებენ.