ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატთა განაცხადების მიღების პროცესი დასრულდა. ანა მიქელაძის თქმით, კომისიას განცხადებით რეგისტრაციის 46-მა მსურველმა მიმართა.
საპრეზიდენტო კანდიდატებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები 18 სექტემბრამდე უნდა მიიტანონ.