პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

08 სექტემბერი 2018, 00:00 1643 ნახვა

პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  დღეს იწურება. ამ პროცედურების შემდეგ პრეზიდენტობის მსურველებს 25 923 მხარდამჭერის ხელმოწერების შეგროვება მოუწევთ.

საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენას სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, 18 საათამდე უნდა მიმართონ. ამ დროისთვის ცესკო-ს თავმჯდომარის სახელზე 41 განცხადებაა შესული. პრეზიდენტობის კანდიდატი წარდგენილი ყავს 22 საინიციატივო ჯგუფსა და 19 პარტიას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი