აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იყო რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელი გასვლითი სხდომის მთავარი თემა, რომელიც ბათუმში გაიმართა. რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით , რეგიონში ჯამში 16 პროექტი მიმდინარეობს, რისთვისაც რვაას მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
დეპუტატებმა თვითმმართველობის ახალი რეფორმაც დაანონსეს. კომიტეტის სხდომა აჭარის მთავრობის თავჯდომარემ გახსნა. რა საკითხებზე გააკეთა აქცენტი თორნიკე რიჟვაძემ ამას თეონა ხარაბაძისგან გავიგებთ. თეონა, დეტალურად რომ გვიამბო იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, რომელიც აჭარის სხვადსხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.