სამართალდამცველებმა პატრულ-ინსპექტორი დააკავეს, რომელმაც ეზოში კანაფი დათესა

06 სექტემბერი 2018, 00:00 11522 ნახვა

სამართალდამცველებმა 28 წლის პარტულ-ინსპექტორი დააკავეს, რომელსაც საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში კანაფი ჰქონდა დათესილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - 14 ძირი, დამხმარე სათავსოდან - 1 ძირი, სახლის მანსარდიდან კი გასაშრობად გამზადებული დიდი ოდენობით კანაფი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი.

მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა ედავება. ჩადენილი დანაშაული კი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი