რუსული ფორუმი და ქართული პროტესტი

05 სექტემბერი 2018, 00:00 2029 ნახვა

პრორუსული განწყობები, რუსული ნარატივი და კრემლის მიერ დაფინანსებული ფორუმი თბილისში - მედიაფორუმს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აქცია გუშინ დაიგეგმა. ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ შსს-მ საქართველოში ამ ფორუმის 3 მონაწილე  არ შემოუშვა - ისინი წლების წინ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაში არიან შემჩნეული.

ხოლო ვინც შემოვიდა დღეს ფორუმის ფარგლებში, პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე ჩაატარა ტრენინგი - არადა ფორუმს უკვე უწოდეს რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, მონაწილეებს კი „რბილი ძალა.“ უმრავლესობა თანხმდება, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელშიც პროპაგანდისტული მედიასაშუალებები მონაწილეობენ, უნდა იყოს მიუღებელი. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს მისაღებია. გამოხმაურება, საპროტესტო აქცია და მონაწილეების კომენტარები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი