თამარ ჟვანია:''არასამთავრობოებს ცესკოსთვის არ მოუმართავთ''

21 ივლისი 2016, 00:00 4151 ნახვა

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარე ჟურნალისტებმა შეკითხვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის მიერ მოსახლეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ დაუსვეს, რომლითაც პარტია ადგილობრივებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას ჰპირდება. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მესამე სექტორმა ცესკოს, საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკოსთვის ოფიციალური განცხადებით არავის მიუმართავს და ასევე ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს. 

ამავე კატეგორიაში