პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის მედიკამენტებზე ფასები ნახევრდება

02 სექტემბერი 2018, 00:00 1408 ნახვა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. ხვალიდან მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასაკით პენსიონერებიც ჩაერთვებიან. ისინი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტს განახევრებულ ან მესამედ ფასად შეიძენენ. 

პროგრამის პირველი ეტაპი გასული წლის მაისში დაიწყო და მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდა. მეორე ეტაპი წელს, აგვისტოში დაიწყო, როდესაც დიაბეტის მეორე ტიპის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის განახევრდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი