ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის თოჯინების თეატრის მსახიობებმა პატარებისთვის ,,წითელქუდას“ ჩვენება გამართეს.
ბავშვების საყვარელი ზღაპარი ღია ცისქვეშ თეატრის ეზოში დაიდგა. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პატარებს თეატრის მუზეუმის დათვალიერება მთელი დღის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ.