უეფამ გურამ კაშია ''თანასწორობის ჯილდოთი'' დააჯილდოვა

31 აგვისტო 2018, 00:00 2112 ნახვა

უეფა, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ფეხბურთელი უეფას და მის პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს „თანასწორობის ჯილდოს“ გადაცემისთვის მადლობას უხდის.  „განვაგრძობ ფეხბურთის თამაშს და მოედნის შიგნით და გარეთ მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას, - აცხადებს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი.  უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „თანასწორობის ჯილდოთი“ დააჯილდოვა.

ცერემონიალი გუშინ მონაკოში გაიმართა. თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტაბების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გადაეცა.  გურამ კაშია აღნიშნული ჯილდოთი, რომელიც უეფამ წელს პირველად დააწესა, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი