ძლიერი ხანძარი ბათუმში - ზარალის დათვლა დაწყებულია

30 აგვისტო 2018, 00:00 3944 ნახვა

 ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ზარალი დიდია. მეპატრონეებს სავაჭრო ობიექტები დაზღვეული არ ჰქონდათ.

ამ დროის ინფორმაციით, სრულად დაიწვა ხუთი, ნაწილობრივ კი 4 მაღაზია. სავაჭრო ობიექტების პარალელურად დაზიანდა მომიჯნავედ მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავი. რომელიც ნაწილობრივ დაიწვა.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

განახლებულია:

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში