საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ ბათუმში მასპინძლობს, ფესტივალის ფარგლებში 13 ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები სატელევიზიო სიუჟეტებს და სტატიებს დაწერენ.
ტურში მონაწილეები მოინახულებენ: თბილისს, მცხეთას, ბათუმსა და ქუთაისს. გაიმართება გალა კონცერტი, და ფინალისტების დაჯილდოვება.