განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფში პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
1965 წელს დაბადებული მოქალაქის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 28 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.