ბათუმის ციხეში პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო

22 აგვისტო 2018, 00:00 1898 ნახვა

სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო. ინფორმაციის დასაზუსტებლად პენიტენციურ დაწესებულებაში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შევიდა.

ცოტნე ანანიძის განცხადებით, თვითდაზიანება ციხეში არსებულ პირობებს არ უკავშირდება, თუმცა, დეპუტატი პროტესტის მიზეზებს უფრო კონკრეტულად პატიმართან საუბრის შემდეგ განმარტავს.

ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ბათუმის მესამე საპყრობილეში პატიმრების მდგომარეობას პერიოდულად ეცნობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი