აქცია  ბათუმში  შავი  ზღვის  საერთაშორისო  უნივერსიტეტის  მხარდასაჭერად

21 აგვისტო 2018, 00:00 4560 ნახვა

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები  ამ წუთებში საქართველოს  განათლების მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილს ხვდებიან.  ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივი აქვს.

პარალელურად სტუდენტები შეიკრიბნენ  ბათუმში, ვარდების სკვერში, შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ბათუმში იმყოფებიან, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ. როგორც იცით, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა, მიზეზად კი საგადასახადო დავალიანება დაასახელა. 

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საგადასახადო დავალიანების გამო, სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.  განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის განცხადებით, მიუხედავად ამ გადაწყვტილებისა, ახალგაზრდებს  არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.იმ აბიტურიენტებს კი რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში გადაანაწილებენ. სასწვალებლის ხელმძღვანელობა  მიმართავს არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ უნივერსიტეტს .ადმინისტრაცია გადაწყვეტილების გაასაჩივრებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი