აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზაურ ახვლედიანი უხელმძღვანელებს

21 აგვისტო 2018, 00:00 2171 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაურ ახვლედიანს დღეს  ოფიციალურად  წარადგენენ. ახვლედიანი ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის სამდივნოს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს წევრი იყო.

ამ დრომდე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მირზა ცეცხლაძე ასრულებდა.

ამავე კატეგორიაში