წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების პროტესტი

19 აგვისტო 2018, 00:00 1663 ნახვა

წალკის  სოფელ ხარებაში,   აჭარიდან  ჩასახლებულმა  ეკომიგრანტებმა აქცია გამართეს.  მათი  თქმით,   წლების  წინ ხელისუფლება    ბერძენი ეროვნების მოსახლეობის მიერ მიტოვებული სახლების შესყიდვას დაჰპირდა, მაგრამ ეს   დაპირება დღემდე  არ შესრულებულა. ახლა კი საბერძნეთიდან დაბრუნებული სახლების მეპატრონეები ეკომიგრანტებთან  საცხოვრებლების დაცლას მოითხოვენ. ხარების მცხოვრებლები ხელისუფლებას მიწების საკუთრებაში გადაცემას, სახლების შესასყიდი თანხების გამოყოფას და დაბალპროცენტიანი სესხების მიღებაში დახმარებას სთხოვენ.

როგორც „მთავარს“ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის    სამინისტროში  განუცხადეს,  ეკომიგრანტთა  პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან სპეციალური თანხები აქვთ მობილიზებული და განცხადებები ეტაპობრივად  დაკმაყოფილდება, თითოეულ ოჯახზე  25 ათასი ლარია განსაზღვრული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი