სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ

17 აგვისტო 2018, 00:00 1893 ნახვა
00:00
00:00

ცე ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში სახელმწიფო გენეტიკურ კვლევას დააფინანსებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, გენეტიკური კვლევის ღირებულება 140 ლარია, რაც მთლიანად დაფინანსდება და ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს.

მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, შემოდგომაზე სახელმწიფო პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი