2 200-მა აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდების შედეგები გაასაჩივრა

16 აგვისტო 2018, 00:00 1848 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 2200-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა. სააპელაციო განაცხადების შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს აბიტურიენტებმა ძირითადად   ქართულ ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხო ენების გამოცდის შედეგები გაასაჩივრეს. რაოდენობრივად ყველაზე ნაკლები განაცხადი ხელოვნებასა და ფრანგულში შევიდა.

ამავე კატეგორიაში