პოლონელი ჟურნალისტების პრეს-ტური

16 აგვისტო 2018, 00:00 1403 ნახვა

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს პოლონელი ჟურნალისტები მოამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები,  ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი და მთიანი აჭარა დაათვალირეს

ასევე გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ სამზარეულოს. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან 25-მდე პრეს და ინფოტური განხორციელდა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების ვიზიტები 25%- ითაა გაზრდილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი