მოარგე გარემო ადამიანს და არა ადამიანი გარემოს, როგორ გაუმჯობესდეს გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის? - თემაზე ორგანიზაციამ - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" შუახევში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ქართული კანონმდებლობა და გაეროს 2006 წლის კონვენცია გააცნეს. ისაუბრეს ასევე სტერეოტიპებსა და არაადაპტირებულ გარემოზე.