საქართველოს სასაზღვრო პუნქტებზე - სარფში, გეგუთსა და წითელ ხიდზე რუსეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეები მარიხუანის შემოტანის ფაქტზე დაიჭირეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებს თითოეულ მათგანზე ეჭვი გაუჩნდათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბ.ბ და ლ.ს. მებაჟეებმა მარიხუანა ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოუჩინეს. საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში კი ნარკოტიკული საშუალება ავტომანქანაში იყო შენახული.
საერთო ჯამში, სამივე გამშვები პუნქტიდან მებაჟეებმა 7.13 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შს სამინისტროს გადაეცა.