ხულოს მოსახლეობა მწვანე ტბაზე მიწების რეგისტრაციას ითხოვს. მოიალაღეების ინფორმაციით, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წინაპრებისგან დატოვებული მიწის ნაკვეთებით წლებია სარგებლობენ, თუმცა რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.
არ აქვთ კაპიტალური შენობების აშენების უფლება, რის გამოც ტურისტულ ობიექტთან ხის უსახური შენობები აქვთ აშენებული. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, აღნიშული ტერიტორია სახელმწიფოს ბალანსზეა და ამ ეტაპზე მოსახლეობას მიწის დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა.