ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გემულაურის დასახლების მცხოვრებლები წყლის პრობლემაზე საუბრობენ და მერიას ახალი წყალსადენის მშენებლობის ტენდერის ჩაშლაში ადანაშაულებენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, ალიშის ტყეების მიდამოებში საკმარისი სასმელი წყალი არის, მერია კი ჭაბურღილის მეშვეობით აპირებს სოფლის მომარაგებას, რაც მათი აზრით, პრობლემას ვერ მოაგვარებს.
ხელვაჩაურის მერის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება იმიტომ ვერ გაფორმდა, რომ ალიშის წყალი საკმარის დებეტს ვერ ქმნის. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, წყალსადენის მშენებლობაზე გამოყოფილი 344 ათასი ლარით ალტერნატიულ პროექტი შემუშავდება.