სანაპირო ზოლში 13 აგვისტოდან გამოიდარებს. დღეს და ხვალ კი კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ზღვაზე შტორმული მდგომარეობა შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ღელვა 4 ბალს აღწევს.
პლაჟზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმის ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია. მეტეოროლოგების პროგნოზით ღამე უნალექოდ ჩაივლის, დღისით კი ჰაერის ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება.