პოლიციამ ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები გამოავლინა. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 პირი პასუხისგებაში მისცეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.