ქობულეთიში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს. მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოზარდი ისე ამოიყვანეს წყლიდან. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
16 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს: დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს