სარფში 100 000 ლარის ღირებულების ოქროს შემოტანისთვის 3 პირი პასუხისგებაში მიეცა

10 აგვისტო 2018, 00:00 1888 ნახვა

სარფის საბაჟოდან, უკანონოდ, 2 კილოგრამი ოქროს მალულად შემოტანისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი პასუხისგებაში მისცა.  

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა, რომ  ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს 100 000  ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი