რუსეთ-საქართველოს ომში ქობულეთიდან 10 ჯარისკაცი დაიღუპა

08 აგვისტო 2018, 00:00 2551 ნახვა

 ყველაზე მეტი დანაკარგი 10 წლის წინ ქობულეთმა განიცადა. რუსეთ-საქართველოს ომში 11 ჯარისკაცი დაიღუპა.   2008 წლის აგვისტოს ომში ქობულეთიდან  445 ადამიანი იბრძოდა.

მებრძოლები  გაიხსენეს  ქობულეთშიც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მოქალაქეები გმირების ოჯახები და ოფიციალური პირები შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპული ჯარისკაცების  სახლებთან მერიის ინიციატივით მემორიალური დაფები განთავსდება, ოჯახები  დახმარების სახით ერთჯერადად ჯანდაცვის სამინისტროსგან 3000-3000, ხოლო მერიისგან 300-300 ლარს მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი