''მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დღეს მრგვალი მაგიდა შეხვედრაში მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი ეწვივნენ.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში განიხილავენ ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებულ გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას.
განახლებული: