“ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი სახელმწიფოსთან ერთად, უმოკლეს დროში გადაწყდება”- ამის შესახებ “მთავარს” სრულიად საქართველოს მუფთმა განუცხადა. ბეგლარ ქამაშიძე მეჩეთთან დაკავშირებით მუსლიმ მრევლს შორის ყოველგვარ დაპირისპირებას უარყოფს და პრემიერ-მინისტრთან აუდიენციას გეგმავს.
ამავე თემაზე შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთანაც იგეგმება. მუფთის განცხადებით, საკითხი თორნიკე რიჟვაძესთან ამ დრომდე არ განხილულა. ბეგლარ ქამაშიძეს პრემიერთან და რეგიონის პირველ პირთან შეხვედრების თარიღი არ დაუკონკრეტებია.