პოლიციამ თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. მათ 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ