მოუვლელი მემორიალები გმირთა ხეივანში. მათი ნაწილი გაწმენდას, ნაწილი კი აღდგენას საჭიროებს. დაზიანებულია მედეას ძეგლიც. ძეგლების მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ევალება.
სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მემორიალებისა და ძეგლების განახლებისთვის უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. მემორიალების მოვლისთვის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარია გათვალისწინებული.