საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მთავარი პროკურატურისა და მსჯავრდებულის ადვოკატების საკასაციო საჩივრების წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც სასამართლო განმარტავს, საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს.