უაქციზო  სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ორ ფაქტზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს

02 აგვისტო 2018, 00:00 1993 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა, პასუხისგებაში კი ოთხი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ  რეალიზების მიზნით, ბრალდებულები ერთ შემთხვევაში, აჭარაში 4 600 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში, თბილისში   3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი შენახვა - გადაზიდვა ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  25 000 ლარს აღემატება. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი