საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა, ამის შესახებ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 40 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 43-ს კი, სასჯელის შეუმცირდება.
შეწყალებულთა შორის სამი ქალი და ერთი არასრულწლოვანია.