“ნაციონალური მოძრაობა” ქობულეთის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

01 აგვისტო 2018, 00:00 1820 ნახვა

საქმე ეხება ფიჭვნარში ორი სპორტული მოედნის მშენებლობას, რომელიც 2016 წელს დასრულდა. რევაზ ხარაზი ირწმუნება, რომ  ქობულეთის ყოფილი გამგებელის სულხან ევგენიძის მმართველობის პერიოდში, რომელიც ახლა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელია, გამოცხადებული ტენდერის შედეგად მოედნებისთვის გახარჯული ნახევარი მილიონი შესრულებულ სამუშაოებს არ შეესაბამება. ოპოზიციამ საქართველოს პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას რამდენიმე თვის წინ მიმართეს და საქმის გამოძიება მოითხოვეს. ხარაზი ბათუმის მერს სულხან ევგენიძის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნითაც მიმართავს.

ხარაზის განცხადებას ქობულეთის ყოფილი მერი აბსურდულს უწოდებს, სულხან ევგენიძის მტკიცებით მოედნები გამგეობას დასრულებული ჩაბარდა. მისივე განმარტებით, მოედნის ერთი ნაწილი, სადაც საშხაპეები იყო განთავსებული, მოგვიანებით  გაქურდეს, საქმეზე კი გამოძიება დაიწყო. მოედნები, რომლების მშენებლობისთვისაც ნამდვილად დაიხარჯა 400 ათას ლარზე მეტი, დღესაც მოუვლელია. ქობულეთის მერიაში მოედნების მოვლა - პატრონობაში გაცემაზე ფიქრობენ. სავარჯიშო ტერიტორია  ესაჭიროება ქობულეთის საფეხბურთო გუნდ "შუქურას", თუმცა ხელმძღვანელის განმარტებით შენახვის საშუალება მათ არ გააჩნიათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი