წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყება

01 აგვისტო 2018, 00:00 1702 ნახვა

პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციას ოფიციალურად ჯერ ვერ დაიწყებენ. გასული წლის ივლისში პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები და “საარჩევნო კოდექსში“ პირდაპირ ჩაიწერა, რომ წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს. მანამდე კი მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშირებული პროცედურები არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყებოდა.

 გარდა ამისა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნები გამოცხადებულად ითვლება სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10-დღის ვადაში მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ, ძალაში სწორედ გამოქვეყნებისთანავე შევა. პოლიტიკურ პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისთვის “საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი უფლებები და ამ პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებები და შეზღუდვები, კანონის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი