ბათუმში ფრიდონ ხალვაშის მეორე ჩიხში არსებულ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2018 წლის აპრილში ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა. ხიდის სამშენებლო სამუშაოებისთვის 90 ათასი ლარი დაიხარჯა.
ხიდით ადგილობრივი მცხოვრებლები და მცირე საწარმოების წარმომადგენლები სარგებლობენ.