ვის დაუჭერენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ იცის _NDI

01 აგვისტო 2018, 00:00 2283 ნახვა

NDI-ის კვლევების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე წასვლის მზაობა გამოკითხულთა 56 პროცენტს აქვს. 41% კი ამბობს, რომ ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ წავიდოდა.

გამოკითხულთა 32% ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას, ხოლო 15% გადაწყვეტილი აქვს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭიროს მხარი. 

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემს ხმას, ხოლო 10% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დაუჭერს მხარს. 

 

კვლევის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი