ცეკვა ,,აჭარული“ უცხოელი სტუდენტების შესრულებით. ღონისძიება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადასთან გაიმართა. 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი აჭარაში ევროპის სტუდენტთა ფორუმის პროექტის ,,საზაფხულო უნივერსიტეტი“ - ს ფარგლებში იმყოფება.
მანამადე ისინი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში მოგზაურობდნენ და ქართულ კულტურას გაეცნენ, დაესწრნენ აჭარული ცეკვის მასტერკლასებს და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში. ევროპის სტუდენტთა ფორუმის მონაწილეები ბათუმს 2 დღეში დატოვებენ.