ე.წ “ოცნების ქალაქში” სახლი იწვის. ცეცხლი კაკაბაძეების 6-სულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, ამ დრომდე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, როგორც მაშველები აცხადებენ, ცეცლის გაჩენის დროს, სახლში არავინ იმყოფებოდა. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და 40მდე მეხანძრე - მაშველი მუშაობდა.