,,მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში“ -პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სოფელ ჭარნალის მოსახლეობასთან. ადგილობრივებმა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და სარგებლის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
დისკუსიას სოფლის მეურნეობის მინისტრიც ესწრებოდა. ტიტე აროშიძე ფერმერების პრობლემებს გაეცნო და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტებსა და დაბებში ასოცირების ხელშეკრულებაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაა. შეხვედრა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით ჩატარდა.