ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავეს

28 ივლისი 2018, 00:00 1443 ნახვა

პოლიციამ ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავა. 1964 და 1968 წელს დაბადებულ მოქალაქეებს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღება ედებათ. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და მისი ფარული ვიდეო - აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ორივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი