მაშველები მდინარე ჭოროხში 60 წლამდე ასაკის კაცს ამ დრომდე ეძებენ. სოფელ შარაბიძეების მიმდებარედ სამძებრო სამუშაოებში დილის 6 საათიდან, 25 მაშველი მათ შორის 4 მყვინთავი მონაწილეობს. როგორც დაკარგულის ახლობლები ყვებიან, გუშინ დაახლოებით 18 საათზე კაცი მდინარეში საბანაოდ შევიდა, რის შემდეგაც წყლის დინებამ ჩაითრია და თანხლებმა პირებმა მისი გამოყვანა ვეღარ შეძლეს.
გუშინ დაკარგულის სამძებრო სამუშაოები დაახლოებით საღამოს 10 საათზე ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.