ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში აჭარაში სამ საჯარო სკოლას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. ბათუმში მე-18, ასევე ქობულეთისა და სოფელ ლეღვას მე-2 საჯარო სკოლები გარემონტდება.
ამავე პროექტის ფარგლებში სკოლები საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვება.