პატიმრების გაშიშვლება - საკონსტიტუციო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

26 ივლისი 2018, 00:00 1517 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პენიტენციალურ დაწესებულებაში დასაბუთების გარეშე პატიმრების გაშიშვლების გადაწყვეტილება. საქმე მეორე კოლეგიამ განიხილა.

საკონსტიტუციო სარჩელი 4 მოქალაქეს ეკუთვნის, რომელთა განცხადებით ეს მექანიზმი ღირსებისშემლახავი მოპყრობაა და ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების უფლებას.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხოლოდ იმ ნაწილში ცნო არაკონსტიტუციურად, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს დაუსაბუთებლად შეეძლო მსჯავრდებულის და ბრალდებულის შემოწმების მიზნით გაშიშვლება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი