საოცრებათა მოედანზე ბათუმში მოქმედმა ბენდებმა ადგილობრივებისა და ვიზიტორებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ,, ფერადი კონცერტების’’ ფარგლებში რამდენიმე საათის განმავლობაში მსმენელმა სხვადასხვა ჟანრის მუსიკა მოისმინა.
კონცერტის პარალელურად ,, ფერების ფესტივალი’’ ჩატარდა, იგი საფესტივალო კულტურად საქართველოში 2012 წლიდან იქცა. ფესტივალი 16 ქალაქში უნდა ჩატარდეს. ,,ფერადი კონცერტები’’ ბათუმში კი დღეს დასრულდება.