ქობულეთში ქურდობისთვის 19 წლის მოზარდი დააკავეს

21 ივლისი 2018, 00:00 3196 ნახვა

დაკავება ქობულეთში. სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქურდობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა სასურსათო მაღაზიის ფანჯარა დააზიანა, შენობაში შევიდა და მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფარულად დაუფლებას ცდილობდა.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, მიმდინარეობს,  დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში